არსებული ინფორმაციით, ავლაბარში ბანკზე თავდამსხმელი ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა

თბილისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი არსებული ინფორმაციით,  ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა. ის ზუგდიდიდან თბილისში რამდენიმე დღის წინ  ჩამოვიდა.

“საქართველოს ბანკზე” შეიარაღებული თავდამსხმელი 28 წლისაა.  1993 წელს დაბადებული მამაკაცი ნ.წ პოლიციამ უკვე დააკავა.

შეიარაღებული თავდასხმა ,,საქართველოს ბანკის” ავლაბრის ფილიალზე დღის 12 საათზე მოხდა. 2 საათიანი ოპერაციის შედეგად თავდამსხმელი პოლიციამ აიყვანა. სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები