ავლაბარში, სადაც „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ავლაბარში, სომხური ეკლესიის მიმდებარედ, “საქართველოს ბანკში” ერთი პირი შეიჭრა.

როგორც “კვირას “ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია უკვე გადაკეტა, ასევე, დაკეტილია ავლაბრის მეტრო.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბანკის თანამშრომლები მძარცველთან ერთად შენობაში იმყოფებიან. “კვირას” ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” აღნიშნულ ფილიალში 4 კონსულტანტი და დაცვის ერთი თანამშრომელი მუშაობს.
ბოლო ინფორმაციით, კორპუსიდან, სადაც ბანკია განთავსებული, უკვე მოხდა ადამიანების ევაკუაცია.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თავდამსხმელი შეიარაღებულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები