ბათუმში დასაქმების ფორუმზე 20-მდე კომპანია 400-მდე აქტიურ ვაკანსიას წარადგენს

ბათუმში ხვალ, დასაქმების ფორუმი გაიმართება. სადაც 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, 400-მდე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის ნინო ველთაურის  განცხადებით, ფორუმზე სამუშაო ადგილები ძირითადად სასტუმრო ინდუსტრიის სფეროდან იქნება წარმოდგენილი.

„პანდემიამდე ბათუმში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სასტუმრო ინდუსტრიაში იყო ჩართული. პანდემიის შემდეგ ეს სფერო ადამიანური რესურსით დაიცალა, თუმცა მოლოდინია, რომ ეს არის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი დასაქმების სფეროსთვის და შესაბამისად, ადამიანებს სამუშო ადგილები სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ამ ფორუმის მიმართ ინტერესი მაღალი იქნება და ეს დასაქმების მსურველთათვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა“, – განაცხადა ველთაურმა.

დასაქმების სააგენტოს დირექტორის თქმით, ანალოგიურ დასაქმების ფორუმებს სხვა რეგიონებშიც მოაწყობენ.

„ასეთ დასაქმების ფორუმებზე აქცენტს გავაკეთებთ იმ სფეროებზე, რომელიც იმ რეგიონში უკეთ იქნება წარმოდგენილი“, – თქვა ველთაურმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები