ახალციხის მუნიციპალიტეტს ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სერთიფიკატი გადაეცა
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული კონკურსი გასული წლის 5 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა ქუჩა“, „სუფთა საწარმოს ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“ გამოევლინა.
კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, ახალციხის მუნიციპალიტეტს – ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სერთიფიკატი გადაეცა.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი დაესწრნენ.
ზაზა მელიქიძემ სიტყვით გამოსვლისას, მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი და ნარჩენების მართვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
იდეა კონკურსის შესახებ პირველად 2015 წელსგაჩნდა „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიისფარგლებში და მას შემდეგ ყოველწლიურადტარდება. კონკურსის მიზანი იყო საზოგადოებისჩართულობის გაზრდა, ამავე კამპანიის ფარგლებშიდაგეგმილ დასუფთავების აქციებში.
ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.