ზესტაფონის მერიის დაკვეთით მეორე სვირში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

 

ზესტაფონში, მეორე სვირში ცხადაძე – მერკვილაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს .

მათი ცნობით, დასახლებაში გზის მოწყობა ბეტონის საფარით პირველად ხორციელდება.

ზესტაფონის მერის გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 383 513 ლარია.

„მეორე სვირში, ცხადაძე – მერკვილაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში დაახლოებით 200 ოჯახი სარგებლობს, პირველად ხორციელდება. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა, მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საკმაოდ მრავლადაა ისეთი დასახლებები, სადაც პირველად მოხდა გზის მოწყობა ბეტონის საფარით“, – თქვა გიორგი გოგლიჩიძემ. 

მიმდინარე სამუშაოებს ზესტაფონის მერთან ერთად ვიცე-მერი დავით მაღრაძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია გზის 1600 მეტრიანი მონაკვეთზე განხორციელდება. სატენდერო ვალდებულებით, გზის მოწყობაზე შპს „მეკა“ მუშაობს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 200 ოჯახი, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები