წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე გახდა
წყალტუბოს „სამგურალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თანამდებობაზე უჩა სოსიაშვილი სოსო ფრუიძემ შეცვალა.
კლუბის ხელმძღვანელებმა მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, გუშინ საღამოს კი გამოცდილმა მწვრთნელმა ფეხბურთელები პირველად ავარჯიშა.
აღსანიშნავია, რომ 1994-1996 წლებში, კარიერის საწყის ეტაპზე ის „სამგურალს“ ამზადებდა, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი ფრუიძეს „ჩიხურაში“ ჰქონდა, სადაც 12 წელი იმუშავა და დავით ყიფიანის სახელობის თასთან ერთად, ქვეყნის სუპერთასიც მოიგო.
ფრუიძის ხელმძღვანელობით „სამგურალი“ პირველ შეხვედრას შაბათს, 17 აპრილს „ტორპედოსთან“ ჩაატარებს.