“ნამოხვანთან დაკავშირებული კრიზისის მთავარი აქტორია ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას არ ელაპარაკება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ხალხი “ნამოხვანჰესის” პროექტის უსაფრთხოებაში უნდა დაარწმუნოს.
“ნამოხვანთან დაკავშირებული კრიზისის მთავარი აქტორია ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას არ ელაპარაკება. მალავს იმ დოკუმენტებს, რომელებიც ხელშეკრულების სახითაა დადებული და, რეალურად, მოქალაქეებს პოლიციის ენით ელაპარაკება. მათ უნდა იმოქმედონ ხალხის სასარგებლოდ და დაარწმუნონ, რომ ეს პროექტი არ წარმოადგენს საფრთხეს, ამისთვის მათთან ურთიერთობაა საჭირო”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.