მირზა ნოზაძის განმარტებით, რუსმა ბიზნესმენმა მათ დახმარება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო

„რიონის ხეობის გადარჩენსთვის“  მოძრაობის ლიდერი მირზა ნოზაძე მოსკოვიდან ჩამოსული ქართველი ბიზნესმენის მიერ აქციის დაფინანსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ შეთავაზება მართლაც მიიღეს, თუმცა დახმარებაზე უარი თქვეს.

„ჩვენ კარავში გაგვეცნო ილია ძოწენიძე, რომელმაც გვითხრა, რომ ის არის სოფელ რიონის ხეობის მცხოვრები და რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, შემოგვთავაზა დახმარება. ჩვენ მას განვუცხადეთ, რომ ვერავითარ შემთხვევაში ის ვერ შეძლებდა ამ პროცესში ჩართვას. პროტესტში რიგით წევრად დგომა არ ეკრძალება არცერთ ადამიანს, მიუხედავად მათი რელიგიური, თუ ეთნიკური კუთვნილებისა, თუმცა ისინი ვერ გაბედავენ პროცესში ჩართვას და მედიას არ გამოუვა პროცესის რადიკალიზება, სპეკულაცია, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ამ გულწრფელ პროტესტს არ ჰყავს სხვა სპონსორი, გარდა ქართველი ხალხისა“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ბიზნესმენი, რომელსაც პუტინისა და მედვედევისგან პირადად აქვს მიღებული ჯილდოები, ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციების დაფინანსებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები