ონში, პიპილეთის სოფლის ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ სოფელ პიპილეთის ბიბლიოთეკას წიგნები საჩუქრად გადასცა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მაისურაძესთან ერთად სოფლის ბიბლიოთეკა მერის ადგილობრივმა წარმომადგენელმა და წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსმა დაათვალიერა.