ონში დედაენის დღე აღინიშნა
14 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მონაწილეებმა ისაუბრეს ეროვნული დღესასწაულის მნიშვნელობაზე , 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, იაკობ გოგებაშვილის დედაენაზე და წარადგინეს მუსიკალური ნომრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.