სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – გარდაცვლილია 1 ადამიანი
სენაკში, რუსთავის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არსებული ინფორმაციით სახლი ხის მასალის იყო. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.