პაატა იმნაძე: საფლავზე გავიდეთ როგორც წესია, ქეიფი არ არის აუცილებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, დღესასწაულებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა.
იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავონ სუფრებისა და თავყრილობებისგან.

“საფლავზე გავიდეთ როგორც წესი და რიგია, მაგრამ არ არის აუცილებელიი ქეიფი როგორც გვჩვევია ხოლმე. არც ეკლესიურად და არც სხვა გაგებით საფლავზე ქეიფის მოწყობა, მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები