მოწოდებაა, რომ ბრახუნი და აგრესია შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას – პოლიციის წარმომადგენელი გუმათში
გუმათი, სადაც პოლიციამ ნამახვანისკენმიმავალი გზა რკინის ჯებირებით გადაკეტა, კვლავ პროტესტის ეპიცენტრია. კედლის აღმართვა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რკინის კონსტრუქციაზე ბრახუნით გააპროტესტეს, რასაც პოლიციის მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა:
“თხოვნაა ჩვენი და მოწოდება, რომ ეს ბრახუნი და აგრესია შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ პროპორციულ სამართლებრივ ძალას. პროცესები რომ მშვიდობიანად ვმართოთ მაგას ემსახურება ეს,” – მიმართა აქციის მონაწილეებს პოლიციის წარმომადგენელმა.