ბაღდათში, მდინარე ხანისწყალზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყალზე არსებული ე.წ. ზედა დიმის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, აღნიშნული ხიდი, რომელიც ქალაქ ბაღდათს ექვს სოფელთან აკავშირებს სრულად განახლდება. ამ ეტაპზე მოქალაქეები ტრანსპორტით სოფელ დიმის შემოვლითი გზით გადაადგილდებიან, ხოლო ქვეითთათვის მოწყობილია საფეხმავლო ხიდი. მდინარე ხანისწყალზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშოებს შპს “საქტრაქმშენსერვისი” ასრულებს. ხიდისკა. რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.