აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის 2147-მა პირმა ჩაიტარა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, საერთო ჯამში 2147-მა პირმა ჩაიტარა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, “ფაიზერით” 1260, ხოლო “ასტრაზენეკას” ვაქცინით 887 პირი აიცრა.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად მძიმე 8 პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსისგან 36 566 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები