საპროტესტო აქცია გრძელდება. აქტივისტებმა ღამე გუმათჰესთან გაშლილ კარვებში გაათენეს. პოლიციამ კი ნამოხვანის შესასვლელთან რკინის ბარიერი აღმართა.
რკინის კედელი ღამით დამონტაჟდა. შესაბამის ფოტოს სოციალურ ქსელში მარიკა ტყეშელაშვილი ავრცელებს.
ღამის განმავლობაში, გუმათში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე “ენკას” ბაზიდან გვიან ღამით კომპანიის საწყობთან გადაინაცვლეს, რასაც წინ დაპირისპირება უძღოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც “ენკას” კუთვნილი ავტომობილები გამოჩნდნენ. შეკრებილებმა მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. პროტესტის მონაწილეები “გუმათჰესთან” აღმართული ბლოკპოსტის მოხნას და ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალებას ითხოვდნენ.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის პოლიციამ 6 პირი დააკავა.