გუმათში, კომპანია “ენკას” ერთ-ერთ ოფისთან პოლიციასა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სოფელ გუმათის შესასვლელთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს კვლავ გზა აქვთ გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს გზის ორივე მხარეს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული, ისინი მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ატარებენ.
როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, პოლიციის უფროსისგან ვერ მიიღეს დასაბუთება, რატომ არ უშვებენ ჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში. შესაბამისად, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, გადაკეტონ გზა, რათა ხეობაში შესვლა კომპანიის მანქანებმაც ვერ შეძლოს.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს გონივრული ვადა მისცა, რათა დაიშალონ და გაათავისუფლონ საავტომობილო გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სამართალდამცველები პროპორციულ ძალად გამოიყენებენ.