ე.წ. “მუსუსას” ძმა ნამახვანჰესის მენებლობის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას ადასტურებს

ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებში ე.წ. “კანონიერი ქურდის” რომან ლომთაძის, იგივე “მუსუსას” ძმა რაულ ლომთაძე რომ მონაწილეობს, ჟურნალისტებს დღეს თავად რაულმა დაუდასტურა.

მისი თქმით, რუსეთში მცხოვრებ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ მის ძმას აღნიშნულთან კავშირი არ აქვს. მისივე განცხადებით, აქციებში პირადი მოტივით მონაწილეობს.

„ის არის ჩემი ძმა და ნუ ჩააგდებენ ამ შუღლს, არაფერ შუაშია ის ამასთან. 1700 ძირი ვენახი მაქვს, ხალხო, დარგული. 2015 წლიდან ვიცავ ჩემს მიწას“, – ამბობს რაულ ლომთაძე.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში უკვე 170-ე დღეა პროტესტი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და კომპანია “ენკას” გასვლას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები