ალექსანდრე თვალჭრელიძე: ნამახვანში არცერთი სასარგებლო წიაღისეულის გამოვლინებაც კი არ არსებობს
საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე თვალჭრელიძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ, თითქოს, რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს.
მისი შეფასებით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან საქართველო ურანის არშემცველი პროვინციაა.
„ურანის არცერთი საბადო არ უკავშირდება მოძრავ სტრუქტურებს, ეს არის ბაქნური სტრუქტურები. საქართველო ურანის არშემცველი პროვინციაა. მეტიც – ნამახვანჰესის ტერიტორიაზე არცერთი სასარგებლო წიაღისეულის გამოვლინებაც კი არ არსებობს“ – აცხადებს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა წიაღის ეროვნული სააგენტოც და განმარტა, რომ რიონის აუზში ურანის საბადოები არ არსებობს