სულხან თამაზაშვილი რიონის ხეობაში აქციის მონაწილეებს- თუ გზას არ გახსნიან, პოლიცია პროპორციულ ძალას გამოიყენებს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან თამაზაშვილი რიონის ხეობაში აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისა და დაშლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, გუმათში კომპანია “ენკას” ოფისთან არსებული ვითარება დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაგრძელდება და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პოლიცია წესრიგის აღსადგენად პროპორციულ ძალას გამოიყენებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ ადგილზე რჩებიან და კომპანიის ოფისთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. რითაც ისინი კომპანიის ტრანსპორტის გადაადგილებას ბლოკავენ., თუმცა გზაზე თავისუფლად ატარებენ სხვა ტრანსპორტს.

შეგახსენებთ, უკვე 170-ე დღეა აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და ამ პროექტის განხორციელებას რეგიონისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები