უამინდობამ ლენტეხში პრობლემები შექმნა – სოფელი დურაში გარესამყაროს მოწყდა
გადაუღებელი წვიმების შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდინარე ჩოლშურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ დურაშთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილი მთლიანად წალეკა.
ლენტეხის მუნიციპალიეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის თქმით, ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
Სოფელთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.