იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, ტყიბულში დაფიქსირებულია ჯგუფური ინფიცირების შემთხვევები. ერთ-ერთ ქელეხში ვირუსით 13 ადამიანი დაინფიცირდა.
„ეს მაჩვენებელი ნამდვილად საგანგაშოა. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოგვიჩნდა კლასტერები. ეს კლასტერებიდაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებასთან, ქელეხთან. საუბარი მაქვს ტყიბულზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, მაქსიმალურად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. ჩვენ ვერ შევალთ ყველა ოჯახში და იქ ვერ გავაკონტროლებთ სიტუაციას“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
დღე-ღამეში, იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 97 შემთხვევა დაფიქსირდა. დღევანდელი სტატისტიკა, ბოლო თვეების განმავლობაში, რეგიონისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.