ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების გამკაცრება დამოკიდებულია აპრილის ეპიდსიტუაციაზე
შეზღუდვების გამკაცრება დამოკიდებულია აპრილის ეპიდსიტუაციაზე, – ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„დღესაც იყო ამ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ ეს საკითხი გადაიდო. ჩვენ ეპიდსიტუაციას კიდევ 10 დღე უნდა დავაკვირდეთ და მერე იქნება გადაწყვეტილება. უქმეები დაანონსებულია მაგრამ რა მასშტაბის იქნება ეს უქმეები და რა ფორმატით, ამაზე საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდება და ვაცნობებთ მოსახლეობას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.