წიაღის ეროვნული სააგენტო: ცალსახად ვაცხადებთ, რომ რიონის აუზში ურანის საბადოები არ არსებობს

დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, როგორიცაა “ნამახვანი ჰესი”, განხორციელების ხელშეშლას, – ამის შესახებ წიაღის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, რიონის აუზში ურანის საბადოები არ არსებობს და სააგენტო მოქალაქეებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

“გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რიონის ხეობაში, სადაც “ნამახვანი ჰესის” პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო გეოლოგიური ფონდებით, რომელიც მოიცავს თითქმის ორი საუკუნის მანძილზე შეგროვილ გეოლოგიურ ინფორმაციას, რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, როგორიცაა “ნამახვანი ჰესი”, განხორციელების ხელშეშლას.
წიაღის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ, ავრცელებენ აღნიშნულ დეზინფორმაციას, თავი შეიკავონ გადამოუწმებელი და უსაფუძვლო ცნობების ტირაჟირებისგან”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები