აჭარის ეკონომიკის მინისტრი: ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა
ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა, – ასე გამოეხმაურა აჭარის ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნას.
მისი თქმით, მომხდარი ჯინჭარაძის ბოლოდროინდელ განცხადებებს არ უკავშირდება.
„დასკვნიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა მიმდინარეობდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ბულვარის დირექტორის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს. მან ეს განცხადებები გააკეთა საზოგადოებაში გარკვეული იმუნიტეტის შექმნის მიზნით.
აუდიტის დასკვნის საფუძველზე აღძრულია საქმე, დარღვევებს შესაბამისი ორგანოები იკვლევენ. დასკვნა ეხება 2019 წლის საქმიანობას. პროცედურულად აუდიტი წინა წლის საქმიანობას შეისწავლის მომდევნო წელს. ჩვენ ეს დასკვნა მივიღეთ 2020 წლის ბოლოს. შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით კი, საქმის ძიებადაიწყო მიმდინარე წელს. შესაბამისად, საზოგადოებამ განსაზღვროს საკრებულოში გაკეთებული განცხადებები დროში დაემთხვა თუ ჰქონდა კონკრეტული მიზეზი“, – განაცხადა აჭარის ეკონომიკის მინისტრმა.