გუმათჰესში მომხდარი ინციდენტისას დაშავებულებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ. ჩხუბის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
სპორტსმენების განცხადებით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის ხეობაში აქციის მონაწილეებს აჭარიდან ჩასული ძმები წულუკიძეები და მათი თანამოაზრეები შეუერთდნენ.
რაც შეეხება ნამახვანჰესში ვითარებას, ამ დროისთვის იქ სიმშვიდეა, ადგილზე რჩებიან სამართალდამცველებიც.
შეგახსენებთ, რომ “ნამახვანის” ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები უკვე 170-ე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.