მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლეთიანს საჯარო დიალოგზე იწვევს

„ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ვარლამ გოლეთიანს საჯარო დიალოგზე იწვევს.

მისივე განცხადებით, თუ აქცია პოლიტიკური არ არის, მაშინ მოთხოვნები სახელმწიფოს არ ეხება და კომპანიასთან უნდა განიხილონ.

„თუ ეს არის კითხვები, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, სეისმოლოგიას, სოციალურ პაკეტს, ამ შემთხვევაში, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან. მაგრამ, მათ დღის წესრიგში თუ არის პოლიტიკური ელფერის შემოტანა ამ პროცესებში, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.

ეს ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ არ უნდა ვარლამ გოლეთიანსა და მის გარემოცვას, დაგვისხდნენ ჩვენ და გავიაროთ ყველა ტექნიკური დეტალი“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები