ბათუმში ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეები, ბათუმში, ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის კალაპოტში ქვიშა-ხრეშს, სპეციალური ტექნიკით უკანონოდ მოიპოვებდნენ. ერთ-ერთ სამართალდამრღვევს, სატვირთო ავტომანქანაზე, 20 კუბური მეტრი უკანონოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეში ჰქონდა განთავსებული.

დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკა და სატვირთო ავტომანქანა დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები