ნამოხვანჰესში სპორტსმენებსა და აჭარიდან ჩასულ პირებს შორის დაპირისპირებაში ძმები წულუკიძეები ფიგურირებენ – რა მოხდა რიონის ხეობაში

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები ქუთაისის პოლიციაში გვიანობამდე იკითხიბოდნენ. მათ შორის იყვნენ ძმები წულუკიძეებიც, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ არაერთ პროტესტში ფიგურირებენ.

სპორტსმენების განმარტებით, დაპირისპირება სწორედ ძმები წულუკიძეებისა და მათი თანამოაზრეების გამოჩენას მოჰყვა. მათი თქმით, ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან ასოცირებული “დაჯგუფება” პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებდა.

“აგრესიულები იყვნენ ძალიან. ვუთხარით რომ ნუ გვაღიზიანებდნენ, ისედაც დაძაბული ვითარება იყო და რომ არ იყვნენ აქ საჭირო, რადგან არც პარტიული აქცია იყო და არაფერი. დიდი ქვებით და კასტეტებით შემოგვესია 30 კაცი 3 ადამიანს. ბოლოს ხალხი ჩადგა ჩვენს შორის, რომ განემუხტა სიტუაცია”, ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული, ავთანდილ ახვლედიანი.

წულუკიძეები რომ პოლიტიკურად მოტივირებულნი არიან ეს მათი აქტივობებიდანაც ჩანს. ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული საქმე, სადაც ისინი ფიგურირებენ გურიაში, სოფელ ბუკნარში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას უკავშირდება.

მაშინ ჩოხატაურის მერიის წინ აქციაზე მყოფი ადგილობრივები არ უარყოფდნენ, რომ მიღწეული შეთანხმება გარეშე პირებმა ჩაშალეს, ზოგიერთი მათგანი პირად საუბრებში ამბობდა, რომ დაპირისპირებას არაერთგზის ნასამართლევი და ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში შემჩნეული ფირუზ წულუკიძე ხელმძღვანელობდა. ამასთან ის თანამოაზრეებთან ერთად ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობს, სადაც ხშირად სამართალდამცველებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში ერთვება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები