გოგი მეშველიანი: რამაზანის თვის დადგომას გილოცავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი მუსლიმ მოქალაქეებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს.

მილოცვის ტექსტი მაჟორიტარის “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნდა.

„რამაზანის თვის დადგომას გილოცავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს! ამ თვის დასაწყისი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის ბედნიერების, სიკეთის, ჯანმრთელობისა და სიმშვიდის მომტანი”, – წერს გოგი მეშველიანი.

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები