„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგები ქუთაისისკენ ავტომობილებით მსვლელობას მართავენ
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგები “გუმათჰესის” მიმდებარე ტერიტორიიდან ქუთაისისკენ მანქანებით მსვლელობას მართავენ.
როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, ავტომობილებით მივლენ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, რის შემდეგაც კვლავ “გუმათჰესთან” იმ ტერიტორიაზე დაბრუნდებიან, სადაც კარვებია გაშლილი.
ამასთან, აქციის მონაწილეთა ნაწილი „გუმათჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. ისინი საპროტესტო აქციას აგრძელებენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.