ამბროლაურში ,,ხიდიკრის“ მიმდებარე ტერიტორიის განათება განახლდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ,,ხიდიკრის” მიმდებარე ტერიტორიის განათების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ “კვირას” ამბროლაურის მერიიდან აცნობეს.

“სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა” განახორციელა.

განახლდა ,,ისტორიული კოშკების”, მიმდებარე კლდეებისა და ხიდის განათება.

,,ხიდიკარი“ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ადგილია, რომელიც ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელთა ინტერესს იპყრობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები