ფოთში, კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, ერთი სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ფოთში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო, მე-12 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლებისრეჟიმზე გადავიდა, მე-7 სკოლაში კი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ქორქიას თქმით,სკოლებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.

მისივე განცხადებით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით შემდგომი განსახორციელებელი ღონისძიებები განათლებისა სამინისტროსთან შეთანხმებითა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე დაიგეგმება.

„მესამე საჯარო სკოლაში, კორონავირუსი ხელმძღვანელს და სამ მოსწავლეს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მხოლოდ ის კლასები გადავიყვანეთ ონლაინ სწავლებაზე, სადაც ინფიცირებული ბავშვები არიან და სადაც ასწავლიდა ეს ხელმძღვანელი. საუბარია, მე-5, მე-6 და მე-9 კლასებზე.

დღევანდელი მდგომარეობით სულ 7 სკოლაშია წერტილოვანი შეზღუდვები და მხოლოდ მე-12 საჯარო სკოლა არის სრულად დისტანციური სწავლების ფორმატში, სადაც ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა, რომელიც თითქმის ყველა კლასს ასწავლის და აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სკოლა ორი კვირის ვადით, 26 აპრილამდე გადაგვეყვანა დისტანციურ სწავლებაზე.

ზოგადად სკოლებში მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა, მაგრამ დინამიკაში გადავხედავთ, თუ რა სურათი გვექნება ხვალ და შემდეგ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით,განათლების სამინისტროს მივმართავთ შუამდგომლობით, თუ როგორ დავაორგანიზოთ სასწავლო პროცესები ქალაქის სკოლებში“, – განაცხადა გოჩა ქორქიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები