კომპანია „ენკას“ ოფისთან, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაური იყო
გუმათში, კომპანია „ენკას“ ოფისთან, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებიჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და კომპანიის გასვლას მოითხოვენ.
მათ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა სიმშვიდისკენ მოუწოდა.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში კომპანიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ და კარავთან გადაინაცვლებენ. როგორც მათ აღნიშნეს, კომპანიასთან მივიდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ არ არიან აგრესიულები და მშვიდობიანად ცდილობენ გამოხატონ თავიანთი პოზიცია.