მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები ლევან რატიანისა და პაატა იმნაძის გამოკითხვას ითხოვენ

ახალციხელი მედდის, მეგი ბაქრაძის ინტერესების დამცველები ლევან რატიანისა და პაატა იმნაძის გამოკითხვას ითხოვენ.

ადვოკატები ამბობენ, რომ მათ საქმის გარშემო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. ადვოკატებს კითხვები აქვთ ექთნის დიაგნოზთან დაკავშირებით, რომელზეც, მათი თქმით, სპეციალისტები არ საუბრობენ. იურისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ახალ ჩვენებებზე დაყრდნობით, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.

“ლევან რატიანი არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის დროინდელი დიაგნოზის დასმა მეგი ბაქრაძის საქმეზე და იქიდან გამომდინარე, რომ სიცოცხლის პერიოდში დასმული დიაგნოზი დაეხმარება სამხარაულის ექსპერტებს ექსპერტიზის ჩამოყალიბებაში. როცა კომპიუტერულ ტომოგრაფიაში ჩნდება ჩანაწერი, ფილტვის ორმხრივი დიფუზური სარკული დაბურული მინის ტიპის ცვლილება, ბატონი ლევანის რანგის პროფესიონალმა კი არა, ნებისმიერმა არაპროფესიონალმა იცის დღევანდელი პანდემიის პირობებში რომ საქმე გვაქვს COVID-19-თან. რატომ იკავებს თავს ბატონი ლევან რატიანი ზუსტი დიაგნოზის დასმისგან და რატომ არ მოიხსენიებს ერთ-ერთ დიაგნოზად მაინც COVID-19-ს,” – აცხადებს ოჯახის ადვოკატი ნინო ამაღლობელი.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები