საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 18 წლის გოგოს ეძებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ნარმინ ისაიევა სახლიდან გუშინ გავიდა. წასვლის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, თუმცა ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია.

დაკარგულის ოჯახის წევრებმა არ იციან სად შეიძლება იყო გოგონა, ან რა შეიძლება გამხდარიყო წასვლის მიზეზი. მათი თქმით, ის 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დანიშნა და  ქორწილს გეგმავდნენ. ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე აცნობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები