გორის მერიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 31 პირს სავარძელ-ეტლები გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 31 პირს სავარძელ – ეტლები გადასცა,- ამის შესახებ „კვირას“ გორის მერიიდან აცნობეს.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში მამუკა საღარეიშვილი, ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ხელმძღვანელი მაია კვეზერელი -კოპაძე და რეგიონული წარმომადგენელი თამარ მელიქია ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, ბენეფიციართა შორის არიან ბავშვები, ამპუტანტები და სხვა ეტლით მოსარგებლე პირები. დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ 2012 წლიდან თანამშრომლობს და ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციის დახმარებით 200 000 ლარის ღირებულების სავარძელ-ეტლები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 400-მდე შშმ პირს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები