უხვმა ნალექმა გუდამაყრის ხეობის რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა

დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის-ბაკურხევის ექვს სოფელს პრობლემები შეუქმნა. მდინარე არაგვის ადიდებამ საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია, რამაც სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა. ბაკურხევის  ექვს სოფელთან დაკავშირება ამ ეტაპზე მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის არის შესაძლებელი.

მდინარის ადიდების შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლებს არმიეწოდებათ ელექტროენერგია.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთისმხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე დადუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური. დავით ნოზაძემ სტიქიის შედეგად დატბორილი ტერიტორია და დაზიანებული გადამცემი ხაზები დაათვალიერა. რწმუნებულის განცხადებით, წყლის დონის დაწევის შემდეგ ადგილზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

„წყალმა დააზიანა საავტომობილო გზა და  მაღალიძაბვის გადამცემი ხაზები. შესაბამისად, 6 სოფელს არმიეწოდება ელექტროენერგია. როგორც კი მეტეოროლოგიური პირობები მოგვცემს საშუალებას,დაიწყება დაზიანებული გზისა და ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისთვის,  სოფლებში ორი ოჯახი იმყოფება. მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, რაიმე განსაკუთრებული  საჭიროება  არ გააჩნიათ,”-განაცხადა დავით ნოზაძემ.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის  ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები