მცხეთაში ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება
12 აპრილს , 14:00. მცხეთის კულტურის ცენტრში, გაიმართება ამხანაგობა “აქოლისის” მიერ წარმოდგენილი ქალაქ მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა.ამის შესახებ “კვირას” მცხეთის მერიიდან აცნობეს.
“ ამხანაგობა „აქოლისი“ დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს დოკუმენტის პრეზენტაციას, შეხვედრა გაიმართება კითხვა -პასუხის რეჟიმში, დასწრება თავისუფალია. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეხვედრაზე მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ყველა ზომა.
შეხვედრას დაესწრებიან: მცხეთის მოსახლეობა,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს პირველი პირები, ამხანაგობა „აქოლისი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.