გურჯაანი – ყვარელის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა
კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა. გურჯაანი – ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს „ოპელისა“ და„მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი ადამიანი.
თვითმხილველების ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილი შეჯახებისას გადაბრუნდა და მგზავრები მოიყოლა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.