ლაშა ქუთათელაძე გაათავისუფლეს – მოსამართლემ საქმის წარმოება შეწყვიტა
რიონის ხეობაში დაკავებული აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე გაათავისუფლეს. საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დისტანციურად იმსჯელა.
როგორც დაკავებულის ადვოკატი სალომე სალდაძე აცხადებს, მოსამართლემ დაკავებული სამართალდამრღვევად არ ცნო, რადგან 173-ე მუხლის შესაბამისი გარემოებები არ გამოიკვეთა, რის გამოც საქმის წარმოება შეწყვიტა.
ლაშა ქუთათელაძე გუშინ დააკვეს, მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად.