სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშები.
შეგახსენებთ რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება 7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. რა დროსაც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა.
გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.