ფოთში, პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო, შესაძლოა, მე-12 საჯარო სკოლა, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდეს

ფოთში, მე – 12 საჯარო სკოლის პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო, შესაძლოა, 12 აპრილიდან ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდეს.

საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას თქმით, გადაწყვეტილებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებითა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღებენ. მისივე თქმით, დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 7 სკოლის თითო კლასი. ფოთში, ამ დროისთვის „კოვიდ 19“-ით 10 მოსწავლეა ინფიცირებული.

„ჩვენ ვცდილობთ სკოლებიდან მაქსიმალურად მივიღოთ ინფორმაცია, შემდეგ გავითვალისწინოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურის რეკომენდაცია და შეჯერებულად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ეს გადაწყვეტილებები ბოლო პერიოდში წერტილოვან ხასიათს ატარებს, გამომდინარე იქედან, კონკრეტულ სკოლაში თუ რა მდგომარეობა გვაქვს. პირველი აპრილიდან დღემდე გვყავს 10 კოვიდ დადასტურებული მოსწავლე, შესაბამისად შვიდი სკოლის თითო კლასი, ანუ ის კლასები, რომლებშიც ინფიცირებული ბავშვები სწავლობენ, გადაყვანილია ონლაინ სწავლებაზე.

რაც შეეხება მე-12 საჯარო სკოლას, იქ პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდი და იმდენად, რამდენადაც ამ პედაგოგს შეხება ჰქონდა სხვადასხვა კლასის მოსწავლესთან, პლუს კონტაქტი თავის კოლეგებთან, სავარაუდოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 12 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, სამინისტროსთან შეთანხმებით და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე სკოლა მთლიანად გადავიყვანოთ დისტანციური სწავლების რეჟიმზე“, – განაცხადა გოჩა ქორქიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები