9 აპრილს დაღუპულ გმირებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღეს პატივი მიაგეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, საკრებულოს თვმჯდომარე შალვა მშვილდაძესთან, პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილს გარდაცვლილებს პატივი მიაგეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღესვე ბაღდათის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა მამა მაკარ (აბესაძემ)
9 აპრილს დაღუპელთან ხსოვნის პანაშვიდი გადაიხადა.
ვ. მაიაკოვსკის სახლ მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზაში 9 აპრილის თემატიკას ლიტერატურული პერფორმანსი მიეძღვნა.