თეთრიწყაროში 9 აპრილის მემორიალთან ღონისძიება გაიმართა

თეთრიწყაროში ა.ა.ი.პ კულტურისა და სპორტის  ცენტრის ორგანიზებით მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე,  9 აპრილის მემორიალთან მცირე ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ „კვირას“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
„  ღონისძიებაში  მონაწილეობდნენ: ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსაბლი  „გუდარეხი“ და საბავშვო თეატრალური სტუდიის მოსწავლეები,  რომელთაც წარმოადგინეს მცირე პერფორმანსი, სპექტაკლიდან – „გვახსოვდეს.“
ღონისძიებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლია ზურებიანი, ასევე თვითმართველობისა და კულტურისა და სპორტის ცენტრის თანამშრომლები, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. მათ გვირგვინითა და ტიტებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს  უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ გმირებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები