ჭიათურაში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და “ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო კომბინატის დირექტორთან ჯემალ ხარაიშვილთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას. ამის შესახებ “კვირას” ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
“ეს არის დღე,რომელმაც გაგვაერთიანა იმ საერთო მიზნისთვის, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება ჰქვია. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას, იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირნენ. მათი გმირობა საქართველოს ისტორიაში დარჩება,როგორც თავგანწირვის, ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო“ – განაცხადა გივი მოდებაძემ.
მამა გიორგი წერეთელმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები