ჩხოროწყუში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს

????????????????????????????????????

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ , ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მემორიალთან საჯარო სკოლების, კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია .
„ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ასევე , 9 აპრილს მოწამლული ზოია გრიგოლაიას საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები