გიორგი გოგლიჩიძე: ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ, საქართველოს ერთიანობისთვის გარდაცვლილთა ხსოვნას

საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღე, 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს ზესტაფონში და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ “კვირას” ზესტაფონის მერიიდან აცნობეს.
ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სასულიერი პირებთან ერთად, 9 აპრილის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ და ყვავილებით შეამკეს ქვეყნის ერთიანობისთვის გარდაცვლის გმირთა ხსოვნის მემორიალი. მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა, მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ, საქართველოს ერთიანობისთვის გარდაცვლილთა ხსოვნას. მათმა თავგანწირვამ და გმირულმა სულისკვეთებამ მოუპოვა დამოუკიდებლობა საქართველოს, რომელიც ასე ძვირფასია ყველა ქართველისთვის. 9 აპრილი არის, როგორც დიდი ტრაგედიის , ასევე გამარჯვების და თავისუფლების დღე”,- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები