ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარახეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს .
8 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა და გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
ღნიშნულ სამუშაოებს შპს „ ცოტნე “ ახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.