ყვარელში 9 აპრილის სკვერში არსებული მემორიალი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს

ყვარელში 9 აპრილის სკვერში არსებული მემორიალი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.ამის შესახებ “კვირას” ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა, საბჭოთა არმიამ რუსთაველზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები